ELAN: 5000 lari həcmində Kiçik qrantlar proqramının təqdimatını planlaşdırır... Borçalı, Elanlar 5 декабря 2017 Gürcüstan İqtisadiyyat Nazirliyinin İnovasiyalar və Texnologiyalar Agentliyi bölgələrdə 5000 lari həcmində kiçik qrantlar proqramının təqdimatını planlaşdırır.Marneulidən Turac İbrahimova ZiM.Az-a bildirib ki, 2017-ci il dekabrın 7-də saat 12:00da Marneulidə Meriya binasının 2-ci mərtəbəsində, konfrans salonunda kiçik qrantlar proqramının təqdimatı keçiriləcək. Maraqlanan hər kəs buyurub gələ bilər. Görüş mətbuat üçün açıqdır.Ətraflı məlumat aşağıdakı faylda gürcü dilində yazılıb:ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაციას საქართველოს რეგიონებში გეგმავს.2017 წლის 7 დეკემბერს, 12:00 საათზე ქ. მარნეულში ინოვაციების სააგენტოს წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. მარნეული რუსთაველის ქუჩა #73) შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართავენ. დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ სააგენტოს 5000 ლარის ფარგლებში მცირე საგრანტო პროგრამის დაფინანსების მიმართულებების, პროგრამაში მონაწილეობის პირობებისა და საპროექტო წინადადებების წარდგენის შესახებ.ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტების პროგრამა თემატური დაფინანსების მექანიზმია, რომლის მიზანია სტარტაპების შექმნის და განვითარების ხელშეწყობა. ღია კონკურსის გზით და დადგენილი კრიტერიუმებით შერჩეული აპლიკანტები დაფინანსდებიან 3 მიმართულებით:1. პროტოტიპის გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროტოტიპის შექმნის, მისი გამოცდის, დახვეწის ან/და გაუმჯობესების მიზნით, რასაც შედეგად მოჰყვება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ან არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება და მისი ადგილობრივ ან/და გლობალურ ბაზარზე გატანა.2. ღონისძიების გრანტი გაიცემა საქართველოში ჰაკათონის, მეიქათონის, კრეათონის, ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიების ჩატარების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული იდეის ბიზნეს მოდელის თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას. ასევე, ფინანსდება პროექტები ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი სახის სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მიზნით;3. სამგზავრო გრანტი გაიცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით.დაფინანსების მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და რეზიდენტ ფიზიკურ პირებს (იხ. გრანტების შესახებ საქართველოს კანონი).საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საპროექტო განაცხადების დაფინანსების შესახებ და შედეგებს აცნობს პროექტის ავტორს.საგრანტო პროექტებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კვალიფიციური ანალიტიკოსები და მოწვეული ექსპერტები განიხილავენ.ZiM.Az. Muəllif huquqları qorunur. Məlumatdan istifadə etdikdə istinad mutləqdir.